ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას დაუჭირა მხარი

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

რუტე თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს შეცვლის.

მარკ რუტე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს.

რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც იენს სტოლტენბერგის ვადა ამოიწურება.

იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ერთობა შედგეს