ჩრდილო კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშისთვის მზად აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება

ჩრდილოეთ კორეის არმია გუამში მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის მიმართულებით სარაკეტო იერიშისთვის აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება მზად – ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, კიმ ჩენ ინის მიერ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტები იაპონიას 3500 მეტრის სიმაღლეზე გადაუფრენს და გუამის ბაზიდან 30-40 კილომეტრში ჩამოვარდება.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა კი, ოფიციალურ ფხენიანს ისეთი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, რომლებმაც შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის დაცემა და ხალხის დაღუპვა გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადატანის მოთხოვნას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა
შემდეგი სტატია„ტავ-ჯორჯია” – თბილისის აეროპორტში პრობლემა სრულად 12:00 საათისთვის აღმოიფხვრება