ჩრდილო კავკასიელი, რომელიც აფხაზეთში ქართველების დამარცხებამდე იბრძოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2017 00:45

ჩრდილო კავკასიელი, რომელიც აფხაზეთში ქართველების დამარცხებამდე იბრძოდა

აფხაზური მედია, აფხაზეთის ომში სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ადიღეელი მებრძოლის ზაურ შაოვის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიელთა ბატალიონ ,,არუაა,,-ს მებრძოლი იყო.


როგორც შაოვი აცხადებს, მან აფხაზეთის მთელი ომი გამოიარა და ქართველების დამარცხებამდე იბრძოდა.
,,საბჭოთა ისტორია გვიმალავდა ფაქტს აფხაზთა და ადიღეელთა ნათესაობისა. მე ადრე მეგონა, რომ აფხაზები ქართველების ნათესავები იყვნენ, თუმცა, საბჭოეთის ბოლო წლებში მე მომეცა წვდომა სანდო ინფორმაციაზე და გავიგე ჩვენი და აფხაზების ძმობის შესახებ. 14 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ჩვენთან მაიკოპში მიტინგი გაიმართა აფხაზების მხარდასაჭერად. მოხალისებად ეწერებოდნენ და მეც ჩავეწერე. მერე ჩვენი გადაყვანა მოხდა ჩეჩნეთში სადაც ჩვენს გარდა ყაბარდოელები, და ჩეჩნებიც იყვნენ. ჩვენ ფეხით, უღელტეხილით გადმოვედით და უკვე 19 აგვისტოს აფხაზეთში ვიყავით. 20 აგვისტოს კი სოხუმთან პირველი ბრძოლები გვქონდა სადაც 3 მეომარი დავკარგეთ. ერთი წლის მერე გამოცხადდა სამშვიდობო შეთანხმება, რომლის დროსაც ქართველებმა ჩვენიო გაყვანა მოითხოვეს და ჩვენც წავედით. თუმცა ამით ქართველებმა ისარგებლეს და მუხანათურად განაახლეს საბრძოლო მოქმედებები. ჩვენ პირველივე შესაძლებლობით ვისარგებლეთ, დავბრუნდით და აფხაზების საბოლოო გამარჯვებამდე ვიბრძოდით,, აცხადებს შაოვი.
როგორც აფხაზური მედია აცხადებს, ზაურ შაოვი, რომელიც დღეს მაიკოპში ცხოვრობს, ყოველ წელს ჩადის სოხუმში, რათა ცოცხალი თანამებრძოლები მოინახულოს და დაღუპულებსაც მიაგოს პატივი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2017 00:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics