ჩქაროსნული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მთლიანად რკინიგზის ბიუჯეტიდან ფინანსდება

ჩქაროსნული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მთლიანად რკინიგზის ბიუჯეტიდან ფინანსდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობის დათვალიერების შემდეგ სოფელ მოლითში განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, მთლიანად მოდერნიზაციის პროექტი 260 მილიონი შვეიცარული ფრანკის ღირებულებისაა და მის დასაფინანსებლად ევრობონდები იყო გამოყენებული.

„პროექტი რკინიგზის ბიუჯეტიდან ხორციელდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნულზე არაფერია მომართული. ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ევრობონდები რკინიგზის შემოსავლებით იქნება გასტუმრებული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრმა რკინიგზას, მის ხელმძღვანელებას და ქვეკონტრაქტორ კომპანიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ დღეს გავხსენით მერვე გვირაბი მოდერნიზაციის ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის 1115-მეტრიანი გვირაბი, რომელზეც დაიხარჯა 12 მილიონზე მეტი. აქ მუშაობდა 300-მდე ქართველი ადამიანი. მას მერე, რაც მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე 27-დან 48 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო საბოლოო ჯამში, 100 მილიონ ტონამდე წლიური გამტარიანობა ექნება, რაც რა თქმა უნდა, არის მთლიანი შემფასებელი სატრანზიტო პოტენციალი და ანაკლიის პორტის თანმდევი ინფრასტრუქტურა. ასე, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ პარალელურად და ყველა იმ მიმართულებით, სადაც გვაქვს ტრანზიტის განვითარების შესაძლებლობა, უნდა მოხდეს ინვესტიციების განხორციელება“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური – მე უნდა ვიყო მომავალ პარლამენტში
შემდეგი სტატიამიწისძვრის გამო იაპონიაში 250 ათასმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი