ჩქარობენ, ოთახიდან ოთახში დარბიან… დამთავრდება სხდომა და რამდენიმე წუთში დაინიშნება სასამართლო – ნიკა მელია

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ სესიის დასრულებისთანავე სასამართლო სხდომა ჩაინიშნება, სადაც მისი პატიმრობის საკითხს განიხილავენ.

ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები განსაკუთრებით ჩქარობენ. მისი თქმით, “ქართული ოცნები” დეპუტატები და ოთახიდან ოთახში დარბიან იმისთვის, რომ მისი დაკავების პროცესი, რაც შეიძლება მალე დაასრულონ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრები ფაქტიურად გადაწყვეტილებას შუბლზე იარაღმიდებულები იღებენ,

„ბევრს არ უნდა დაჭერა, მთელი უბედურებას მაგაშია მაგრამ მოუწევთ დაჭერა და მე მგონი ეს მოცემულობა თავის თავად მეტყველებს რა მდგომარეობაა ზოგადად პარლამენტში და ქვეყანაში ამ კაცის პირობებში. როგორ ჩქარობენ, ოთახიდან ოთახში დარბიან შურდულივით, კოლიდორიდან კოლიდორში, რაღაცნაირად ეს დამთავრდება სხდომა და დარწმუნებული ვარ რამდენიმე წუთში ჩაინიშნება სასამართლო სხდომა. ეს არ არის სიჩქარე, ეს არის არანორმალური ნერვიული სიჩქარე. იარაღშუბლზე მიდებული ხალხია. თუ წარმოვიდგენთ რა მდგომარეობაშია ქართული ოცნების უმრავლესი დეპუტატი შეიძლება სიცოცხლის ხალისიც კი დავკარგოთ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია „ქართული ოცნების“ პირისპირ – იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს
შემდეგი სტატია,,პოლიციელები აქციის ღამეს იყვნენ არნახული ძალადობის ქვეშ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას”