„ჭორვილელ ოლიგარქს სურვილი აქვს, სასამართლო და მედია აკონტროლოს“ – ნიკა რურუა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა რურუას განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სასამართლო სისტემისა და მედიის კონტროლის სურვილი აქვს.

ამის შესახებ რურუამ მეტროსადგურ „რუსთაველთან“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

„ჭორვილელ ოლიგარქს სურვილი აქვს, სასამართლო და მედია აკონტროლოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს მიღწეული და თავისუფალი აზრი არ დავკარგოთ“, – განაცხადა რურუამ.

მეტროსადგურ „რუსთაველთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.

აქცია, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ არსებულ სასამართლო დავას აპროტესტებს, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ მსვლელობით, უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლებს.

banner
წინა სტატიაში“კოალიცია იწყებს მოძრაობას,რათა თაღლითი რუსი ოლიგარქი ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას”- “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია დაიწყო
შემდეგი სტატია“ჩვენ გვინდა ცვლილებები” – მაღლაფერიძე