“ჭორიკანა კაცივით ყველა ეთერში დაჯექით”- ანი წითლიძე “მოქალაქეების” ლიდერს პასუხობს

ოპოზიციური ერთობა დაარღვიეთ-  “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანი წითლიძე “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტში პასუხობს.

ენმ-ს წევრის განცხადებით, ალეკო ელისაშვილმა ბოიკოტი დაარღვია.

“თქვენ პირველი ადამიანი იყავით ბატონო ალეკო, ვინც ოპოზიციური ერთობა დაარღვიეთ, ბოიკოტი დაარღვიეთ, შემდეგ ჭორიკანა კაცივით ყველა ეთერში დაჯექით და საბოლოოდ უკადრებელი იკადრეთ ადამიანზე, რომელიც ციხეში იჯდა. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ბიძინა ივანიშვილმა მოგვისყიდა თუ არა, საზოგადოება და ქართველი ხალხი კარგად ნახულობს ვინ ვინ მოისყიდა”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს: გოლეთიანი ღარიბაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიამელია “ოცნებას”: გახარია იძულებული რომ არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით?!