7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

“ჭორი და სიცრუეა, თანამდებობას არ ვტოვებ!”- კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გავრცელებულ ინფორმაციას მისი გადადგომის შესახებ უარყოფს.

„ჭორი და სიცრუეა ინფორმაცია, რომ, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ. ეს საკითხი არ განიხილება“, – განუცხადა კირცხალიამ რადიო თავისუფლებას.

როგორც ცნობილია, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართულ ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ 8 იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიაზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 30 000 ლარის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა