ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე პროკურატურაში ივანე მაჭავარიანი დაიბარეს

ჩორჩანის საგუშაგოების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაიბარეს. ის ამბობს, რომ უცნობია, რა შეკითხვები შეიძლება მასთან ჰქონდეთ:

„არ ვიცი [მათ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ]. კითხვებს რომ დამისვამენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გეტყვით, [რატომ დამიბარეს]”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე.

ასევე, გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.

banner
წინა სტატიაშისულხან თამაზაშვილმა 2,887 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქობულეთში უკანონოდ დაიკავა
შემდეგი სტატიაონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლოზე (სრული ვარიანტი)