ჩორჩანას ეპიზოდზე, წულუკიანის კომისიაზე ალექსანდრე ტაბატაძე გამოკითხეს

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე მივიდა.

ცნობისთვის, ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ტაბატაძის თქმით, იყო ესკალაციის საფრთხე და რეაქცია 2019 წელსაც ჰქონდათ, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება საქმე, საჯაროდ ვერ იტყოდნენ.

“რატომ არის [ეს საქმე] პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას? რა მნიშვნელობა აქვს 6 წლის შემდეგ იქნება თუ როდის? მაშინაც გვქონდა რეაქცია, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება საქმე, საჯაროდ ვერ ვიტყოდით და ვერც დღეს გეტყვით ვერაფერს.

რა თქმა უნდა, იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. იცით, რომ მანამდე, ამ ხელისუფლების პირობებში 2 საგუშაგო დაიდგა, სადაც მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა? ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული. ამის შემდეგ, იქიდან არანაირი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში. იმავე განხორციელდა იქაც”. – თქვა ტაბატაძემ, ინტერპრესნიუსის ცნობით.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.

გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.

ამასთან ერთად, გიორგი გახარია თეა წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.

banner
წინა სტატიაშიზოგიერთ უბნებს უნდა დავარტყათ, თეირანელებს სახლების დატოვება მოუწევთ – ისრაელ კაცი
შემდეგი სტატიასანამ დროა, დაკეტეთ საზღვარი ირანელებისთვის, ფერეიდნელების გარდა – შალვა ნათელაშვილი