ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, მას განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარება ედება. მისივე თქმით, იაშვილი ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას აგრძელებს. როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ბრალდებული მოპედით და ჩაფხუტით მოძრაობდა. რაც შეეხება მოტივს, დავით ცინცქილაძის თქმით, ბრალში არ წერია კონკრეტული მოტივი და შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შურისძიების თაობაზე, ისინი არ ეთანხმებიან.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე
შემდეგი სტატიაფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა