ჩოხოსნებმა ჭყონდიდის ეპარქიაში იქეიფეს (ფოტოები)

“თაიმერმა” მოიპოვა  ფოტომასალა იმ ჩოხოსნებისა, რომლებმაც მეუფე სტეფანეს დავალებით რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირები მონასტრიდან გამოაძევა.
ფოტოებზე ჩანს, რომ ისინი რეზიდენციის ტერიტორიაზე მანქანით შევიდნენ. დადიანების სასახლის წინ მანქანების გაჩერება აკრძალულია, ჩოხოსნებს ამის ნება მისცეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩოხოსნებმა იქ ღრეობა მოაწყვეს. ეტყობა ასე აღნიშნეს მეუფე სტეფანეს გამარჯვება.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ამ დრომდე  ხმაურია. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც მონასტრის ეზოში შესვლას ცდილობდნენ. მათი განცხადებით, ტაძარში წირვაზე დასწრება სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამას მოჰყვა ხმაური, რის შემდეგაც რამდენიმე პირი განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულებს შორის შორის იყო მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ორი სასულიერო პირი, მამა მარკოზი და მორჩილი შალვა.

banner
წინა სტატიაშიმამა ათინოგენი პოლიციას- თქვენ უნდა დადგეთ სიმართლის მხარეს (video)
შემდეგი სტატიამამა ათინოგენემ მოძალადე ჩოხოსანი დალოცა (ვიდეო)