მუსიკოსი თამარ ჭოხონელიძე UG Art პოდკასტში:
“ჩემთვის, მაგალითად, ის მომღერლებიც და საერთოდ ხელოვანები, რომლებიც ახლა ჩირგვებში სხედან და ხმას არ იღებენ უსამართლობის წინააღმდეგ და უბრალოდ არ აღნიშნავენ მაინც იმას, რომ [მათი] შვილის ტოლები ციხეში არიან უსამართლოდ, ამდენი ხანია ვერავინ უმტკიცებს ბრალეულობას და მაინც ციხეში ჰყავთ… აი, ამაზე ხმას რომ არ იღებ და ჩირგვებში ზიხარ და ელოდები როდის მოვა შენი დრო…
ვის უნდა ჩემი სიმღერა თუ მე პოზიცია არ მექნება… პოლიტიკა და პოზიცია სხვადასხვა რამეა და ეს ვერ გაიგეს”.















