ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.