ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.სოფელ გორაბერეჟოულთან მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას
შემდეგი სტატია“შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხოდ ჩამოსვლასა და საქმიანობას უზრუნველყოფს”