ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს – განსასჯელის სკამზე დავით შარაშიძე ზის, რომელიც ქუთაისის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ოზურგეთის სასამართლოში საპატრულო ავტომობილით მიიყვანეს.
პროკურატურა შარაშიძის მიმართ პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
შარაშიძის ადვოკატის განცხადებით, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბრალს აღაირებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
უფლებადამცველი ირწმუნება, რომ დავით შარაძიძე რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს “გაშველებას ცდილობდა”.















