ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურასა და ქვაბღას დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

საავტომობილო მიმოსვლა თითქმის ორი საათის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. ნიადაგი სოფელ ზოტშიც ჩამოიშალა.

„ამ დროისთვის დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობას სხვა მხრივ პრობლემები არ აქვს. პრევენციის მიზნით მუნიციპალური ტექნიკა შევიყვანეთ სოფელ ზოტიც, რათა დამატებითი პრობლემები თავიდან ავიცილოთ“, – აცხადებს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.

banner
წინა სტატიაში,,ევროპული საქართველოს” წევრებმა პარტია რუსთავშიც დატოვეს
შემდეგი სტატიამარნეულში ავტომობილს მატარებელი დაეჯახა – ორი ადამიანი დაიღუპა