ჩოხატაურის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის შეხვედრა დასრულდა

ჩოხატაურის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის შეხვედრა დასრულდა.

მათი განცხადებით, ბუკნარში არსებული პრობლემა მოგვარებულია.

მერიის წინ შეკრებილების მოთხოვნით, ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობას ქრისტიანი და მუსლიმი თემი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

ამასთან, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, ხვალ მუსლიმურ სალოცავში ლოცვები ჩატარდება.

,,ჩვენ გვინდა, რომ სოფელში გაუგერობა არ მოხდეს, ყველამ გაარძელოს ძმური ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ჩამოვედი, ხვალ თქვენთანაც მოვალ სალოცავში. დავსხდეთ, სიყვარული და მეგობრობა გავაგრძელოთ . ამის გარანტია ჩვენც ვართ, თქვენც ხართ. ამის შემდეგ თუ ვინმე გაბედავს, ჩემგანაც იქნება მოთხოვნა და თქვენგანაც“, – განაცხადა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ

banner
წინა სტატიაში“გირჩი – მეტი თავისუფლების” განცხადება უპირბადობის გამო დაწერილი უკანონო ჯარიმების თაობაზე
შემდეგი სტატია„პატარა სიცრუე დიდ ტყუილს შობს-ანანიაშვილს შევუთანხმდი, რომ ის რუსი ბალერინა იქნებოდა”