ჩოხატაურის მერი: ეს ის შემთხვევაა, როცა თამარ ჩერგოლეიშვილს ვეთანხმები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვეთანხმები ამ ქალბატონს” -წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა და თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას აზიარებს:
‘ვთვლი, რომ რადიკალურად დაპირისპირებული ადამიანები, თუნდაც ჩვენი შეხედულებების არ დათმობის ფონზე, რაც უფრო ხშირად გამოვნახავთ ობიექტურად გარდაუვალ შეხების წერტილებს, მით მალე დავაღწევთ თავს სუბიექტური ზიზღის ნიაღვარს და არ ვახეირებთ ჩასაფრებულ მტერს….” -წერს ირაკლი კუჭავა.

ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ უიმედობის თესვა შეწყვიტონ:

„ჩვენ, დიდებს – დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს – განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს.

არ შეიძლება ასეთი სასოწარკვეთა, როდესაც ამდენი მოზარდი გვიყურებს.

პასუხისმგებლობით მოვიქცეთ.

“ამ ცხოვრების დედაცო” – ბავშვმა დაიძახა და მე-9 სართულიდან გადმოხტა.

ჩვენ რატომ ვუდასტურებთ?

ჩვენი საფიქრალი დღეს ის უნდა იყოს, როგორ ავუხსნათ მოზარდებს, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ არაფერი ცხოვრებაზე უკეთესი ადამიანებს არ გვერგება და სირთულეებს უნდა გავუმკლავდეთ.

შედეგებზე ვიფიქროთ!

შეწყვიტეთ უიმედობის თესვა – პასუხისმგებლობა გვაქვს.

ამ ტრაგედიის მძიმე შედეგებს უფრო მძიმედ მაშინ გავაცნობიერებთ, როცა დავინახავთ, რომ ხალხი 112-ზე აღარ რეკავს, რომ უარესი არ მოხდეს.

სოციალურმა მედიამ ჩვენი, თითოეული ადამიანის ხმა და როლი გაზარდა.

გაზრდილ ხმას და როლს რომ გაზრდილი პასუხისმგებლობა მოყვება – მაგას ჯერ ვერ ვაცნობიერებთ” -წერს ჩერგოლეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლული იპოვეს
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ…