“ჩნდება კითხვები, რატომ დასჭირდა პროკურატურას ორ კვირაზე მეტი, რომ გოდერძი თავაძისთვის ბრალი წაეყენებინა”

არ ვიცი, რამდენად მართალია ის გარემოება, რომ შესაძლოა, გოდერძი თავაძეს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს დადასტურდა, გააჩენს განცდას, რომ აქ არ გვაქვს საქმე ერთი პოლიციელის მხრიდან ჩადენილ ქმედებაზე, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ვიცი, რამდენად მართალია ის გარემოება, რომ შესაძლოა, გოდერძი თავაძეს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული ჰქონდეს, თუმცა თუ ეს დადასტურდება და არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული იმისთვის, რომ პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, დიახ, ეს საქმე გააჩენს განცდას, რომ აქ არ გვაქვს საქმე ჩვენ ერთი პოლიციელის მხრიდან ჩადენილ ქმედებაზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, სისტემა მოქმედებდეს იმ მიმართულებით, რომ ხელი დააფაროს დამნაშავეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემურ სტურუას საქმეზე სწრაფი, დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე განხილულ იქნას იმ ძალიან რთულ კონტექსტში, რომელიც საქმეს თან ახლავს და სისტემური მიდგომა დაადასტუროს ხელისუფლებამ, ნარკოპოლიტიკის გადახედვა იქნება ეს თუ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე ეფექტური რეაგირება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთის შემოვლით გზაზე მსხვერპლი მოყვა
შემდეგი სტატიამცხეთიდან ავტობანი შესაძლოა, ვლადიკავკაზამდე გაგრძელდეს