“ჩნდება ეჭვები, რომ “ოცნებას” პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაშლა სურს”

ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, პარლამენტში გაუჩნდა ეჭვები, რომ მმართველი გუნდის დეპუტატებს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესის ჩაშლა სურთ.

ამის თავიდან აცილებს მიზნით, ევროპული საქართველო პოლიტიკურ განცხადებებზე დღეს უარს იტყვის და კენჭისყრის პროცედურას დაელოდება.

სადაც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა დაიწყოს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – უნდა შევასრულოთ დანაპირები, რომელიც მივეცით ხალხს და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. მაგრამ ის, რაც ხდება, აჩენს ეჭვებს, რომ არის ამ მნიშვნელოვანი პროცესის ჩაშლის მცდელობა.

არავის მივცემთ საშუალებას, შეფერხდეს ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ამიტომ ევროპული საქართველო ხსნის დარჩენილ პოლიტიკურ განცხადებებს და ელოდება კენჭისყრას პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

 

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე უმრავლესობას – ყველას დიდი ხნით ვერ გააბრიყვებთ და მოატყუებთ
შემდეგი სტატიაპატრიარქმა 1984 წელს იური ანდროპოვს პანაშვიდი გადაუხადა