ჭკუას ნუ გვასწავლის ნურც თინა გამყალბებლოვა და ნურც დავით კომუნისტინი – ირმა ინაშვილი

“2015 წელი. თუ არ ვცდები, 31 ოქტომბერი. თავდაცვის მაშინდელი მინისტრი “ქართული ოცნების” საგარეჯოს საარჩევნო შტაბში იჯდა და ჯარისკაცთა 500 ხმით გაყალბებულ არჩევნებში “გამარჯვებას” ზეიმობდა. მე- უჯარმის საარჩევნო უბანზე ნაომარი, ტალახში ამოსვრილი კანდიდატი, გაყინულ- გათოშილი, ჩემს ალალ-მართალ მხარდამჭერებთან ერთად, თბილისისკენ დავიძარი. გზაში ვფიქრობდი: ეს არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ, რომელიც თავად სულ დაჩაგრული იყო სააკაშვილის არჩევნებში. არჩევნები გააყალბა თინა ხიდაშელმა, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში მუდმივად წუხდა,- არჩევნები ყალბდებაო. მაშინ, ერთეულების გარდა, რეაქცია, პროტესტი არავის ჰქონდა. პროტესტი ჰქონდა ხალხს, ერთ დღეში რუსთაველის ძეგლთან 18 000 კაცი შეიკრიბა. საგარეჯოს 2015 წლის არჩევნებში იმდენად დიდი და თვალსაჩინოიყო უსამართლობა, რომ ხელისუფლებამ ამას გვერდი მაინც ვერ აუარა და ე.წ. სპეცუბნები ამის შემდეგ გააუქმა. წლები გავიდა. წეღან სახლში შემოვედი და ტელევიზორში თინა ხიდაშელს მოვკარი თვალი. არ ენდოთ ასეთ ხალხს. მათი სიტყვა შორსაა გულწრფელობისა და სიმართლისაგან! არც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეა სინამდვილეში ფასეულობებისათვის მებრძოლი კაცი. ცოლის მიერ გაყალბებულ არჩევნებზე ისე გაიტრუნა, ასეთ კაცს ივანიშვილმა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეობა როგორ ანდო, დღემდე რებუსია ჩემთვის… ან თინა ხიდაშელს რომ თავდაცვის მინისტრად ნიშნავ, რატომ არ ფიქრობ, რომ ეს საკადრო კომედია, პირველ რიგში, ჯარს აზიანებს და აკი დააზიანა კიდეც- ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცები საგარეჯოს არჩევნებში დანაშაულის თანამონაწილედ აქცია. არ გავიხსენებდი ამ ფაქტს. დამარხული მაქვს გონებაში… მაგრამ ჭკუას ნუ გვასწავლის ნურც თინა გამყალბებლოვა და ნურც დავით კომუნისტინი, სირცხვილია, უბრალოდ. მეტი- არაფერი” – წერს ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიახალი მავრთულხლართები ატოცში – მმართველი გუნდი რუსულ პროვოკაციაზე, ოპოზიცია კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიათურქეთში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა