ჩხრეკა – ამოღების შედეგად მოპოვებული მტიცებულებების პირველადი დათვალიერება დაცვის მხარესაც შეეძლება

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებული ჩხრეკა – ამოღების შედეგად მოპოვებული მტიცებულებების პირველადი დათვალიერება დაცვის მხარესაც შეეძლება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა განაცხადა, სადაო ნორმის გაუქმებამდე დაცვის მხარეს ამის უფლება არ ჰქონდა და მტიცებულებებს ჯერ ბრალდების მხარე ანუ პროკურატურა ეცნობოდა. გიორგი სულხანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიიჩნია, რომ ეს წესი ეწინააღმდეგებოდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

„სასამართლომ თქვა, რომ შესაძლოა არსებობდეს ისეთი მტკიცებულება, რომელიც ვარგისია მხოლოდ ერთჯერადი დათვალიერებისთვის. არასებობს რისკი მისი განადგურების ან გამოლევის. ამიტომაც, ეს წესი არათანაბარ პირობებში აყენებდა მხარეებს, შესაბამისად ის უგულებელყოფდა დაცვის მხარის ინტერესებს,”- განაცხადა გიორგი სულხანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – სარკოზი ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან