ჩხორუწყუში ფულის გამოძალვაზე ორი მამაკაცი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე მამაკაცების სილამაზის სალონის სტილისტს ზვიად მამფორიას იგივე “ხუფას” სამმა ადგილობრივმა “საქმის წილში ჩასმა” და თანხის გადახდა მოსთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სამმა ახალგაზრდამ სტილისტს ჯერ ფული  შემდეგ კი რეგულარურად  გარკვეული თანხის  გადახდა დააკისრა -ამის შესახებ “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება. სტილისტისგან მიღებული უარის შემდეგ გამომძალველებმა მამაკაცი სცემეს და მანქანა დაუზიანეს.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო. როგორც უწყებაში განაცხადეს დაკავაებულია ორი ახლაგაზრდა მამაკაცი.

banner
წინა სტატიაშიბიბილოვი: ყველაფერი სწორად გავაკეთეთ
შემდეგი სტატიაპუტინი თავისი ამალით თურქეთს ეწვია