ჩხოროწყუში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის

წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. მეტი ჩართულობისა და და აუცილებელი აქტიურობისთვის გრძელდება შეხვედრები სხვადასხვა ფორმატით ამომრჩევლებთან მუნიციპალიტეტის სხვადასვა ტერიტორიულ ერთეულებში.
დღეს ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის -ძალა ერთობაშია”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ფიფია, რესპუბლიკური პარტიის სამდივნოს წევრი გრიგოლ სორდია, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ლიდერებთან და აქტივთან ერთად ხაბუმეში, კერძოდ პირველი და მეორე მოიდანახეს, ლეთოლორდეს, კალინინის და ფაბრიკის უბნებში იმყოფებოდნენ და ამომრჩევლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პრობლემებზე და მის მოგვარებაზე , რაც მათი ყოველდღიური ყოფის ნაწილია, ასევე იმ საომავლო გეგმებზე, რამაც უნდა შეცვალოს ქვეყნის ხვალინდელი დღე. მეტი ინფორმირებულობისთვის შეკრებილებს დაურიგდათ როლანდ ფიფიას საარჩევნო -საინფორმაციო ბუკლეტები .

“მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა ხალხში საოცარი მუხტია. არ გვაქვს უფლება სიძლიერე არ შევმატოთ თქვენს პოზიტიურ ემოციას და არ ვიბრძოლოთ თქვენთან ერთად ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.მადლობა ამ თანადგომისა და სიყვარულისთვის”- ამ სიტყვებით დაასრულეს ხაბუმის ამომრჩევლებთან პოზიტიური შეხვედრების სერია დეპუტატობის კანდიდატებმა და პარტიის რაიონული ორგანიზაციის ლიდერებმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია – მომავალი 4 წლის განმავლობაში გვექნება საშუალება იმისა, რომ სისტემურად განახლდეს ინფრასტრუქტურა, რაც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის