ჩხოროწყუში, საკრებულოს სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ დაესწრება (ვიდეო)

ჩხოროწყუში, საკრებულოს სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ დაესწრება.

რაიონული პარტიის ლიდერი, რამაზ გულუა “თაიმერთან” პირველ კომენტარს აკეთებს.

https://youtu.be/O_jcaqsTLBk

შეგახსენებთ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. “ქართული ოცნების” დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო “საქართველოსთვის” წევრმა შოთა წურწუმიამ – 12, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

პირველი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იზორიას კანდიდატურას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა, თუმცა ვინ უცნობია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ოცნებამ” შეძლო და რომელიღაც ოპოზიციონერი მოისყიდა.

banner
წინა სტატიაშივერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ, ვერც ბადრი ჯაფარიძეს და ვერც წერეთლების ოჯახს შეეხებიან – ნიკა მელია
შემდეგი სტატიაპარლამენტში ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსათვის“ შეიქმნება