ჩხოროწყუში მომხდარ მარაზმზე მოხდეს უმკაცრესი რეაგირება

❗️ხელისუფლებას ვაძლევთ გონივრულ ვადას, ხვალინდელ დღეს, მოხდეს ჩხოროწყუში მომხდარ მარაზმზე უმკაცრესი რეაგირება:
1• გადადგეს ჩხოროწყუს მერი!
2• გადადგეს ჩხოროწყუს მუზეუმის დირექტორი 𝙉 2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნაირა ციმინტია!
3• გადადგეს 𝙉 2 სკოლის დირექტორი ნონა თოდუა
4• თანამდებობიდან გათავისუფლდეს მერიის თანამშრომელი მაკა ჯაფარიძე!
5• კანონის შესაბამისად დაისაჯოს ჩხოროწყუს მერის ნათესავი ეთერ ჯაფარიძე! რომელმაც სკოლიდან წაიყვანა მოსწავლწები მერიის შენობაში ე.წ. შაბათობაზე.
📌თუ ხვალ, ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 3 თებერვალს 11:30 საათზე, ჩხოროწყუს მერიასთან, განახლდება უწყვეტი პროტესტი, მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები.
⭕️ჩვენი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, მშობლებს აუკრძალეს კონტაქტი კრიტიკულ მედიასთან და აპირებენ, რომ ზეწოლით შეცვლილი სცენარი გაჟღერონ სამთავრობო მედიასთან.
‼️ტყუილად ცდილობთ ამ ფაქტის ჩაფარცხვას, დროულად დასაჯეთ დამნაშავეები.
ეს არ არის მარტო ჩხოროწყუს პრობლემა, დაანონსებულ აქციაზე გელოდებით ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის უკეთესი საქართველოსთვის!-წერს  სამოქალაქო აქტივისტი ოთარ შენგელია.

 

https://youtu.be/chPWO90pRGQ

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა EBRD-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: „ქართული ოცნება“ არ მოხსნის მანდატებს, რადგან მათთვის არის კოშმარული პერსპექტივა