ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა

ჩხოროწყუს მკვიდრმა 35 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სავარაუდოდ დანით დაჭრა მეზობელი. როგორც თვითმხილველი აცხადებს,ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა,ხოლო სახლში მობრუნებულზე მან საკუთარ დას ჭიქა ჩაარტყა თავში.
“ძალიან პერსპექტიული და ნიჭიერი ახალგაზრდა ლ.ხ.თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა,რომ ის ძალადობს საკუთარი ოჯახის წევრებზე. ბოლო დროს მან მშობლებზე იძალადა”,-ამბობს იგი. მისევი თქმით,ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა წუხელ დააკავეს.
უწყების ცნობით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტით,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილი პირი გადაყვანილია ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის ცნობილ ქანდაკებას სამედიცინო პირბადე გაუკეთეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ სამეგრელოში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა