ჩხოროწყუში ბავშვთა უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს

12325889_1085818348096556_179163413_o 12333211_1664688927149441_294490445_o

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით და ორგანიზებით ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის 10 პროფილის ექიმი სოფელ ქვედა ჩხოროწყუში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებს.

სხვადასხვა სახის პროფილაქტიკური უფასო სამედიცინო გამოკვლევები ადგილობრივ ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. სამედიცინო აქციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა დაესწრო. როგორც ესებუამ განაცხადა, მსგავსი აქციები ერთჯერადი არ არის და ის მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უკვე მეშვიდედ ტარდება.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: როგორ შეიძლება ვიყო ამითი მოხარული და ბედნიერი, რომ დავმარცხდით
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ეს ჰუმანური სახე არის დამადასტურებელი იმისა, როგორ ვზრუნავთ ჩვენ პატიმრებზე