32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს- სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს

“თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ორი დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.

“თაიმერის”ინფორმაციით, შემთხვევას არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა.დაზარალებულს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს.

სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

დაშავებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

„თაიმერი“ მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
შემდეგი სტატიაზუგდიდის სასამართლომ თაღლითობისთვის ძებნაში მყოფ პირს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა