28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, “წითელი ნუსხით” დაცული წაბლის ხეების უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“სოფლებში – მუხურსა და კურზუში, სახელმწიფო ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს კლიპტომერიისა და “წითელი ნუსხით” დაცული წაბლის ხე-მცენარეები. ჯამში, ამოღებულია 96 ერთეული უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყე (მორი), რომლებიც გადატანილია ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის “საქმიან ეზოებში”.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 7300 ლარს აჭარბებს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას. ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და მკაცრი კონტროლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, მიმდინარე წლის 6 თვეში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 200-მდე ფაქტია გამოვლენილი,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქესა და ხუთ იურიდიულ პირს ბრალი წარუდგინა