ჩხოროწყუს რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა

ჩხოროწყუს რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა. გამგებლის დავით გოგუას ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები სოფლებში ჭოღასა და მუხურში შექმნა.

,,ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ათეული სახლი დაიტბორა, წყალი შენობების პირველ სართულებზე შევარდა. ადიდებულმა მდინარე ოჩხომურმა რამდენიმე ჰექტარი მიწა წაიღო. ძირითდად ინფრასტრუქტურული ზარალი გვაქვს. დაზიანებულია ჯებირები და საცალფეხო ხიდები ‘’, – განაცხადა გოგუამ.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

სამეგრელოში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმს

banner
წინა სტატიაში(ფოტო-ვიდეო) საპროტესტო აქცია წალენჯიხაში-მოქალქეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიაშს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უახლოეს ხანებში გადააყენებენ!