ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია თანამდებობიდან გადადგა

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუა

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუაჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია თანამდებობიდან გადადგა. მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იზორია აცხადებს, რომ მისი გადადგომა 29 სექტემბერს, ”შაბათის კურიერში” გასულ რეპორტაჟს უკავშირდება, რომლის თანახმადაც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი იყიდებოდა.

“უკავშირდება უსაფუძვლო ბრალდებებს, ჩემი ნათესავებისთვის დაბრალებული უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მე არ მიმაჩნია სწორედ რომ ამ ბრალდებების მერე ადამიანი მუშაობდეს ამ თანამდებობაზე და მე თვითონ გადავწყვიტე და დავტოვე თანამდებობა,” – აცხადებს იზორია.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ოთარ ფირცხალაძე თანამედროვე ჯაბა იოსელიანია
შემდეგი სტატიაროგორ იცვლებოდა პუტინი ხელისუფლებაში ყოფნის 18 წლის მანძილზე (ფოტოები)