ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლა შენდება

სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ავარიული შენობის დემონტაჟი და მშენებლობის პერიოდში სასწავლო პროცესი დროებით ალტერნატიულ შენობაში მიმდინარეობს.

2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო, მინი მოედანი და ავტოსადგომი.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს: უნდა შეიზღუდოს საარჩევნო კაბინაში მობილურის შეტანა
შემდეგი სტატიაეტლით მოსარგებლე პირებს შეუძლიათ, ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ და თავად აირჩიონ, რომელ უბანზე სურთ ხმის მიცემა