სამეგრელოში სკოლის მოსწავლეების პროტესტი გრძელდება! ჩხოროწყუობა 2023-ზე მოზარდები საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგებიც სკოლებში დაწყებულ საკადრო წმენდას აპროტესტებენ. ჩხოროწყუს N2, კირცხის N1 და ახუთის პირველი საჯარო სკოლა – ყველგან იდენტური ვითარებაა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძველი დირექტორები დაითხოვეს, მათ ნაცვლად ახლები კი პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს, თანაც ისე, რომ არჩევანის უფლება არავისთვის მიუციათ.
ერთ-ერთი ასეთი რეპრესიების მსხვერპლი პედაგოგი დიმონ არახამიაა, კირჩხის საჯარო სკოლის სტაჟიან თანამშრომელს, ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქეობაც მიანიჭეს, თუმცა პედაგოგმა პროტესტის ნიშნად ამ ტიტულზე უარი თქვა, რა დროსაც მას მიკროფონი გამოურთეს და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
“ქალაქი, სადაც უსამართლობა სუფევს, იქ არ შეიძლება, რომ მე ვიყო საპატიო მოქალაქე, რამეთუ..” – განაცხადა გათავისუფლებულმა დირექტორმა, რა დროსაც მიკროფონი გამოურთეს.