ჭყონია: პოლიტიკური გამოსავალი არის არჩევნები… ახლა ჩიხში ვართ

“ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. თუმცა, ჩიხიდან გამოსასვლელი უამრავი გზა არსებობს, გააჩნია, რომელ გზას ავირჩევთ. ამ გზის არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და არა პარტიაზე. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ისევ დავუბრუნდეთ ევროპასთან კულტურულ, პოლიტიკურ, ფინანსურ ურთიერთობას, რომელიც ადრე გვქონდა, ასეც უნდა მოხდეს…

აქედან პოლიტიკური გამოსავალი არის არჩევნები. როდესაც პოლიტიკური კრიზისი იწყება, უნდა მოხდეს გადატვირთვა, ახალი არჩევნები, ან უნდა ნახოს პოლიტიკურმა ძალამ გამოსავალი, როგორ განაახლოს ურთიერთობები. თუმცა, როდესაც ნდობის ფაქტორი გაქვს დაკარგული, ამის განახლება რთულია. რაც დრო გავა, სულ უფრო გაგვიჭირდება გამოსავლის მოძებნა. ახლა ჩიხში ვართ, საიდანაც არსებობს გამოსასვლელი, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით, იქიდან ამოსვლა ძალიან რთულია.”- თქვა BPN-სთან ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – რუსეთს აქვს დიდი, ძლიერი მანქანა, დაამარცხა ჰიტლერი და ნაპოლეონი, დიდი ხანია, იბრძვიან, მათ ეს აქამდეც გაუკეთებიათ, თუმცა ვფიქრობ, პუტინს სურს ბრძოლის შეწყვეტა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა