ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ცხრა წევრისგან შემდგარმა კომისიამ უკვე სამი ობიექტი აღწერა. სასკოლო სემინარის, ღვინის მარნისა და პატრიარქის რეზიდენციის ინვენტარიაზაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

კომისიის წევრის არქიმანდრიტ დავით კემულარიას თქმით, სამუშაოები ეტაპობრივად სხვა ობიექტებზე გაგრძელდება და სავარაუდოდ, გადაბარება ორ კვირაში დასრულდება.

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი სამი დღის წინ დაიწყო. 9 კაცისგან შემდგარ კომისიას, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად იურისტები და ფინანსისტები შედიან, სვეტიცხოვლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში საქართველოს ელჩი გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საძვალის ფოტოებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაევაკუაცია ბათუმში – “ჰილტონში”, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება, განგაშის სიგნალი ჩაირთო