ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ ბალდის მამათა მონასტრის წინამძღოლი ათინოგენე მდივანი გადააყენა

ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მხარდამჭერი მამაო, ბალდის მამათა მონასტრის წინამძღოლი ათინოგენე მდივანი-ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ წინამზღვრობიდან გადაყენა. დღეს ბალდის მამათა მონატერში წირვა ალერტის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტის წინამძღვარმა მამა გაბრიელ ცქვიტაიამ ჩაატარა.
მიზეზი,რის გამოც ათინოგენე მდივანი გადააყენეს წინამძღვრობიდან,გახლავთ ის ფაქტი რომ იგი წირვებში არ იხენიებდა სრულიად საქართველოს კათალიკოსს პატრიარქს ილია მეორეს.
ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი მღვდელმთვრებიდან ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს,რომელიც სინოდმა გასული წლის 31 ოქტომბერს გადააყენა,ბალდის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ათინოგენე მდივანი სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. იგი მაშინ აცხადებდა, რომ პეტრე ცაავა განსაცდელშია. „თუ მხილება შეურაცხყოფაა, მაშინ გაგვაგებინონ, რა არის მხილება. ან ის ადამიანები, ჩვენ რომ ვიცით, სწუხან ამაზე, და ბევრია დაბრკოლებული, და ბევრს საშინელი განცდებით ეკლესია აქვს მიტოვებული, ის ხალხი როგორ ვანუგეშოთ. მითხრას სინოდმა, რა ვქნათ”, – აღნიშნავდა მასინ არქიმანდრიტი ათინოგენე. თავად ჭყონდიდის მიტროპოლიტ გრიგოლკაციას ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია,ვინაიდან იგი თბილისში იმყოფება.
შეგახსენებთ, გასული წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში “მამათმავლობის მხილება”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: თამბაქო ამძიმებს კოვიდ ინფექციას