ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე სოფელ ინჩხურის ტაძარში მამაოებს შეხვდა

“თაიმერის” ინფორმაციით ინჩხურის ტაძრის ამჟამინდელი წინამძღვარი მამა იოანე,რომელიც ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის გრიგოლ კაციას ხელდასხმული იყო, წალკაში ბრუნდება. არსებული ინფორმაციით, ინჩხურის ტაძარში დღევანდელმა შეხვედრამ დაპირისპირების გარეშე ჩაირა,რადგან ის მამაოები,რომელთაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა,შეხვედრას არ ესწრებოდნენ. სოფელ ინჩხურში მეუფე სტეფანე პოლიციის თანხლებით იმყოფებოდა.

,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაცით სოფელ ბალდის ეკლესიის წინამძღვრად მამა ნაზარ ბასილაია დაინიშნა, ის წარმოშობით მარტვილიდან არის და ჭყონდიდის ეპარქიაში არ იმყოფებოდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მამა ნაზარი ეპარქიაში სწროედ მეუფე სტეფანემ დააბრუნდა.

ასევე ,,თაიმერის ” ინფორმაციით, მამა გრიგოლ დარსალია სალხინოში მდებარე ეკლესიის წინამძღვარი იქნება, ისიც მარტვილელია, ადრე სოფელ ინჩხურში მსახურობდა. ბოლოს ჭყონდიდის ეპარქიაში არ იმყოფებოდა და ისიც მეუფე სტეფანემ ჩამოიყვანა.

ავტორები: ბერდია კალანდია; აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიIRI: არჩევნები რომ შემდეგ კვირას ტარდებოდეს – ოცნება – 35%, ენმ-ძალა ერთობაშია – 18%, ევროპელები – 3%
შემდეგი სტატიაIRI: 59% მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, 8% მკაცრად ეწინააღმდეგება