ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდსა და ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოპლიტ სტეფანეს მიმართვენ

ჭყონდიდის ეპარქიის სასულირო პირები საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდსა და ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოპლიტ სტეფანეს  მიმართვენ.  მიმართვის ტექსტს “თაიმერი” უცვლელად   გთავზობთ: 

“ვინაიდან საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შეთვისებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია, თავს ვალდებულად ვთვლით მოგმართოთ:
ამა წლის 24 მარტს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მიერ სამღვდელოებისა, მორწმუნე მრევლისა და სამართალ დამცავი ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით ბალდის მონასტრის სატრაპეზოში, მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავას) მიმართ გაჟღერდა შემდეგი სახის ბრალდება, რომელსაც ვციტირებთ: ,, თქვენს მეუფეს კითხეთ, რომელსაც იცავთ, იქ იმ ხევში ვისთან ერთად ყავდა შვილი’’. მიტროპოლიტ პეტრეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული ცილისწამება და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას საეკლესიო სასამართლოს ფორმატში… შესაძლებლად მივიჩნევთ საეპარქიო სასამართლოს მოწყობას მიტროპოლიტ პეტრეს თანდასწრებით სანამ აღნიშნულ საქმეზე სინოდის სხდომა იქნება ჩანიშნული.
ბრალდება თუ არ დამტკიცდება, განმცხადებელი ისჯება იმავე კანონით გათვალისწინებული სასჯელით, (2 მსოფლიო კრების მე-6 კანონი.) ვინაიდან, მიტროპოლიტ სტეფანეს მტრული და უპასუხისმგებლო ქმედებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ბრალდების მისგან გაჟღერება ემსახურებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდების გადაფარვას, ეპარქიაში არეულობის შემოტანას და საეკლესიო წესრიგის დარღვევას. მეუფე პეტრეს ღვაწლისა, ღვთის მოშიშებისა და მონაზვნური ცხოვრების წესისათვის ჩრდილის მიყენებას.
როგორც კართაგენის წმინდა ადგილობრივი კრების 79-ე კანონის განმარტებისას ნეტარი ავგუსტინე იუწყება: ,,თითოეულ კლირიკოსს, ყოველთვის ორი რამ უნდა ედგას თვალწინ, სინდისი და კეთილი სახელი. თავად ჩვენთვის საკმარისია სინდისი, მაგრამ სხვებისთვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კეთილი სახელი: ,,სინდისი შენთვის, კეთილი სახელი კი შენი მოყვასისთვის.“ რადგან, ყოველი კლირიკოსი კეთილი სახელით უნდა სარგებლობდეს. ამიტომ კანონი ამასთან დაკავშირებით განაწესებს შემდეგს: თუ კი კლირიკოსზე რაიმე დანაშაულის შედეგად, საჯაროდ არის შეტანილი საჩივარი ან საზოგადოეაში ხმა დაირხა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მაშინ მან თავისი კეთილი სახელისა და ეკლესიის ავტორიტეტისათვის ყველა ღონე უნდა იხმაროს რომ ერთი წლის განმავლობაში თავი გაიმართლოს საეკლესიო სასამართლოზე და ამასთანავე, აჩვენოს საზოგადოების აზრის წინაშე თავისი უდანაშაულობა და თუ ამას ვერ შეძლებს განსაზღვრული დროის განმავლობაში, მაშინ კარგავს თავის გამართლების უფლებას და გადაეცემა სასამართლოს.
ვინაიდან, 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე და სხდომის გარეთ საჯაროდ მიტროპოლიტ პეტრეს მიერ პატრიარქის მისამართით გაჟღერებული ბრალდება ამ კანონის მიხედვითაც დარჩა რეაგირების გარეშე ჩვენ ამჟამად მიზანშეწონილად მივიჩნევთ ამ შემთხვევაში ეს პრეცენდენტი არ იქნას დაშვებული და სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კანონიკურ სამართალს, რათა უფლის წყალობით თავიდან ავირიდოთ შემდეგი არეულობა და შფოთი ჭყონდიდის ეპარქიასა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში…
დაე, საეკლესიო სასამართლოს მოწვევამდე და ამ საკითხის გარკვევამდე, მიტროპოლიტ სტეფანეს მსახურება წმინდა ტრაპეზთან, მის სინდისზე იყოს”-აღნიშნულია განცხადებაში.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისთან 5 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე: ”ამბოხში” მონაწილეებს ზიარების უფლება აეკრძლებათ (ვიდეო)