ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადმოიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი წუხელ გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს. როგორც მარტვილის საავადმყოფის მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ განაცხადა, მას წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება და სპეციალიზებულ კლინიკაში საჭიროებს მკურნალობას.

მისივე თქმით, მარტვილიდან კატასტროფის სამსახურმა მათ კლინიკაში გუშინ 2 პაციენტი შეიყვანა.ექიმის განმარტებით, ერთს ჰქონდა წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, მეორე პაციენტს – წვივის მოტეხილობა. ” ამ პაციენტმა თვითონ განაცხადა მომსახურებაზე უარი და გაეწერა”, – განაცხადა ლევანი ქობალიამ.

https://youtu.be/y-F_wf-pEoE

banner
წინა სტატიაში“გამოდი ღირსებისთვის” – დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება