ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2019 16:47

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია ამჯერად მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მუშაობს.

ადგილზე სამი ობიექტის, სასკოლო სემინარის, ღვინის მარნის და პატრიარქის რეზიდენციის ინვენტარიაზაცია მიმდინარეობს.

კომისიის წევრები უკვე გაეცნენ სასკოლო სემინარიაში და ღვინის სახლში არსებულ მდგომარეობს, რის შემდეგაც პატრიარქის რეზიდენციაში გადაინაცვლებენ.

კომისიის წევრის, არქიმანდრიტ დავით კემულარიას თქმით, აღწერა ეპარქიის გადაბარების გამო გახდა საჭირო.

პროცესს დაესწრო სემინარიის ყოფილი რექტორი მამუკა დანელია და კომისიას სემინარიაში არსებული ყველა დოკუმენტაცია მიაწოდა. არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ღვინის სახლის დირექტორმა თემურ გამყრელიძემ.

region
ავტ.: region ნოემბერი 5, 2019 16:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics