ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი გრძელდება

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი გრძელდება. კომისიამ მარტვილში მუშაობა დაასრულა და ახლა უკვე აბაშაში ინაცვლებს.

ეპარქიის გადაბარების პროცესი მარტვილში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. 9 კაციან კომისიაში, რომელიც ეპარქიის გადაბარებაზე მუშობს, სასულიერო პირები, იურისტები და ეკონომისტები შედიან.

პროცესი სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება. ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სკოლა-გიმნაზიაში ადგილობრივი პრორექტორი დანიშნა და საფინანსო მხარე თავად ჩაიბარა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურ მოძრაობას“ წინამძღვრები მიჰყავდა უცხოეთში, ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ
შემდეგი სტატიაპენიტენციურ სამსახურში დასაქმება 1 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ – დაკავებულია უწყების ინსპექტორი