ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ბოლო გაფრთხილებას აძლევს-ურჩობაში მყოფ იღუმენ დანიელს გვილავას. შესაბამისი ბრძანება ჭყონდიდის ეპარქიის გვერზე გამოქვეყნდა.

ამავე გაფრთხილებას უპასუხეს სალხინოსა და წაჩხურუს ტაძრების სასულირო პირთა ნაწილმა.

“თქვენი წმინდა ტრაპეზთან მიახლოება სასჯელია თქვენთვის ცრუ მიტროპოლიტო სტეფანე….
ყველა სიტყვა მცდარია ამ ბრძანებაში, მამა დანიელის განკვეთა თქვენს უმსგავსო საქციელს კიდევ უფრო უმსგავსოს გახდის…
რაც შეეხება თქვენს მოვლენას მარტვილში ადამიანების სულის საცხონებლად არაფერს აკეთებთ , პირიქით სული დაგვიმძიმეთ მრევლს და სულ რაღაც 3 თვეში ეპარქია განადგურების პირას მიიყვანეთ…
რა პასუხს გასცემთ მრევლს და ღვთის წინაშე როგორი პირნათელი წარსდგებით ცრუ მეუფეო…”,-ამბობენ ისინი.

მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტერში მყოფი სასულიერო პირები რეზიდენციის გადაბარების პროცესის ხელშეშლაში დაადანაშაულა.

ეპარქიის სასულიერო პირების ნაწილის თქმით, აღწერის პროცესის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა მეუფეს ობიექტებზე ზედამხედველობას ვერ ანდობენ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ისეთს, როგორიც ის არის დღეს, პათეტიკის და დითირამბების გარეშე
შემდეგი სტატიაერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს – თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს