ჭყონდიდის ეპარქიაში ანარქია ისევ გრძელდება

ჭყონდიდისა და მარტვილი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს განცხადებით, დღეს აბაშაში საკვირაო წირვაში მონაწილეობა არ მიიღო ორმა სასულიერო პირმა დიაკვანმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა.
მისი თქმით, ახალხელდასმულ მიტროპოლიტს ჰქონდა საუბარი სასულიერო პირებთან, მამა პეტრე ღუდუშაურმა უთხრა რომ მეუფე პეტრეს ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებს, ხოლო მამა კანსტანტინე გაბისონიას კონფლიქტი აქვს სხვა სასულიერო პირთან და მასთან ერთად საღმრთო ლიტურგიას არ დაესწრება.
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ორივე სასულიერო პირს ერთ კვირიანი ვადა მისცა. იმ შემთხვევაში თუ ორივე სასულიერო პირი მომდევნო კვირას წირვა-ლოცვაში მონაწილობას არ მიიღებს, შესალოა სასჯელი დააკისროს.
ცნობისთვის, მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გამოსცა და ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელშიც ვკითხულობთ:
“სამღვდელმთავრო მსახურების სათანადო აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში.
ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე”.

banner
წინა სტატიაშიბოკერიამ თაკო ჩარკვიანს კინაღამ პიჯაკი შემოახია
შემდეგი სტატიამამა პეტრე ღუდუშაური და მამა კანსტანტინე გაბისონია მიმართვას ავრცელებენ