ჩხენკელი – 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქში თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა,

როგორც ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლება მხოლოდ იმ ქალაქში თუ სოფელში დაიწყება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება.

„როგორც იცით, სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღები არ იმუშავებენ 4 ოქტომბრამდე. შემდეგ 4 ოქტომბერს რასაკვირველია, ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში. სკოლებთან დაკავშირებით მინდა, დავაკონკრეტო, რომ 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, იქ სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში, შესაბამისად აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი, გაგრძელდება კვლავ დისტანციურ ფორმატში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს მათი მხრიდან გარკვეულწილად სანქციის ფორმაა
შემდეგი სტატიათურნავა – ივლისის თვის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი