ჩხარტიშვილმა ღარიბაშვილს თურნავა მინისტრად 2 თვით დაატოვებინა

ნათია თურნავამ უკვე რამდენიმე პრემიერი გამოიცვალა. მისი გამოცვლა კი ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თანამდებობას ივანიშვილის რუხი კარდინალის ვანო ჩხარტიშვილის დახმარებით ახერხებს. ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ რამდენჯერნე სცადა თურნავას შეცვლა, მაგრამ ამაოდ.
ბოლო მცდელობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო. მაშინ ჩხარტიშვილმა სთხოვა ბიძინას რომ ეკონომიკის მინისტრი შეცვლილიყო.
ბიძინა ივანიშვილთან ამ თხოვნით მისვლა ჩხარტიშვილს ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგაც მოუწია.
როგორც მთავრობის კულუარებში “თაიმერს” უთხრეს, რუხმა კარდინალმა ითხოვა, კიდევ ორი თვე აცალეთ თურნავას, ბიზნესპროექტს დავასრულებ და მერე გაუშვითო.
თურნავა კიდევ ერთხელ დარჩა მინისტრის პოსტზე.
“თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ღარიბაშვილს ამ დღეებში პირადად დაელაპარაკება. მათი შეხვედრა ბრიუსელში იგეგმება. ბრიუსელს ღარიბაშვილი ხვალ, 15 მარტს ეწვევა. ჩხარტიშვილი ევროპაშია და იქ ჩასულ პრემიერს თავის ბიზნესპარტნიორებსაც შეახვედრებს.

თაიმერი

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშიპირდაპირი წინააღმდეგობა დაფიქსირდა “ოცნებისა” და ევროკავშირის გზავნილს შორის
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა