ჩხარტიშვილი “რუსთავი2”-ის და “იბერიას” წინააღმდეგ – სარჩელი ლონდონის სასამართლოში შევა

ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია “იბერიას” და “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. განცხადება ჩხარტიშვილის ადვოკატმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი2”-ის და “იბერიას” ეთერში გასულმა აუდიო ჩანაწერებმა, რომელიც “ომეგა ჯგუფის” სკანდალურ საქმეს ეხებოდა, შელახა ვანო ჩხარტიშვილის პატივი და ღირსება.

ხატიაშვილის თქმით, მოთხოვნის მიუხედავად არც ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელს ბოდიში არ მოუხდია.

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს პოლ ბეიკერის ექსპერტიზის დასკვნა გააცნო. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ის სამი აუდიო- ჩანაწერი, სადაც ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს წყვეტილია და დამონტაჟებულია. თუმცა დასკვნაში ექსპერტი განმარტავს რომ მას არ აქვს ორიგინალი ჩანაწერი და იმ შემთხვევაში თუ სრულ ფაილებს ნახავს, შესაძლოა დასკვნა შეცვალოს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სიუჟეტების მომზადებისას აუდიო ფაილმა განიცადა მთლიანობის მონტაჟი გარკვეული ზომით, რაც შესაძლოა განიმარტოს სიუჟეტზე მომუშავე ჯგუფის შემოქმედებითი თავისუფლებით.

ხატიაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა ტელეკომპანიების ეთერში გასულ სამ აუდიო ჩანაწერზე დიდ ოთხეულში შემავალმა ექსპერტიზის ბიურომ და ექსპერტმა უილიამ ვებსეტმა ჩაატარა და მისი დასკვნის ეჭვქვეშ დაყენება ფაქტობრივად შეუძლებელია. ადვოკატი ირწმუნება, რომ დასკვნის მიხედვით გამოიკვეთა არა მხოლოდ მონტაჟი, არამედ სიტყვების გადაადგილების ფაქტიც.

ტელეკომპანიების გარდა ჩხარტიშვილი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც მიდის. ზაზა ხატიაშვილმა დღეს ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების საელჩოებს მიმართა და მოუწოდა ის პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზებს ეჭვქვეშ დააყენებენ, არ შეუშვან ქვეყნის საზღვარზე.

banner
წინა სტატიაშილონდა თოლორაია: “9 თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გვაქვს გამოცემული”
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა