დღეს საქალაქო სასამართლოში ლაშა ჩხარტიშვილის საქმე უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა 17მაისამდე გადაიდო. ლეიბორისტული პარტიის წევრს, საპროტესტო აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. ჩხარტიშვილს უკვე 21 ჯარიმა აქვს გამოწერილი. მის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს.
სასამართლო პროცესზე ლაშა ჩხარტიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა და განმარტა, რომ მას არ სურდა სანქცირებულ მოსამართლეს მისი საქმე განეხილა. მოსამართლე ცეკვავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, რაც უფრო მეტი იქნება ზეწოლა, მით უფრო აქტიური იქნება “ბიძინა რუსის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში”
21 ჯარიმა მაქვს, როგორც მე დავთვალე, იმიტომ რომ გუშინ 9 ჯარიმის თაობაზე მაუწყეს ტელეფონით. ეს ამბავიც, რასაც ეხლა სანქცირებული მოსამართლის მიერ იხილება, ახალი იყო ჩემთვის. სანქცირებული იყო ბატონი ცეკვავა, სწორედ იმიტომ რომ გაყალბებული არჩევნების ყველა საქმე სახელმწიფოს და მთავრობას მოაგებინა. ვფიქრობ, მისი მხრიდან ობიექტურობა, ვერ იქნება გამოჩენილ ამ საქმის სრულად განხილვის პროცესში. რაც უფრო მეტი იქნება ჩემზე ზეწოლა, მით უფრო აქტიური ვიქნები ივანიშვილის, ბიძინა რუსის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
ჩხარტიშვილის უფლებადამცველის ია სირანიშვილის თქმით, აღნიშნული პროცესი უკანონოა, რადგან მტკიცებულებები არაკანონიერად არის მოპოვებული.