ჩხაიძე: შეიძლება, ითქვას, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკმა გადაირა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხახებით, ყველა პარამეტრი, რომლითაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ფასდება, ბოლო კვირეების განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა უკვე გადაირა.

„მეოთხე ტალღის მაქსიმალური მაჩვენებელი – 6 208 შემთხევვა დაფიქსირდა 17 აგვისტის და მას შემდეგ ყოველდღიუდად ეს მაჩვენებელი მცირდება. მნიშვნელოვანია აქტიური შემთხევევების რაოდენობის შემცირება. 21 აგვისტოს ქვეყანაში 61 000 აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი განახევრებულია, მეტიც, 29 000 აქტიური შემთხვევაა ახლა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, სტაციონარების დატვირთვა. 1 600-მდე თავისუფლი საწოლია დღეს, მაშინ, როდესაც 400-მდე თავისუფალი საწოლი იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, უკვე დარწმუნებით ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა გადაირა და ახლა ამ ტალღის ჩამთავრების სტადიაში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი დღეების განმავლობაში გაგრძელდეს სტაბილური შემცირება. ოქტომბრის დასაწყისისთვის შესაძლებელია, 1000-მდე შემთხვევები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – აბასთუმანში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას
შემდეგი სტატიაკალაძე: ეს წლები ჩვენ ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ, როცა ხდებოდა დაშინებები